ახალი ამბები
გორის მერიამ ბარნოვის ქუჩაზე სკვერის გასაკეთებლად ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა
გორის მერიამ ბარნოვის ქუჩაზე სკვერის გასაკეთებლად ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა.

პირველ ტენდერში, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, მონაწილეობა არავინ მიიღო.  სამშენებლო კომპანიებს გამოყოფილი თანხა ეცოტავათ.

როგორც დოკუმენტაციით ირკვევა, მერიამ სამუშაოების ღირებულება 190 000-მდე გაზარდა.

თავდაპირველ ტენდერში, სამუშაოების ღირებულება 134 000 ლარად იყო განსაზღვრული.

ახალი სკვერი გაკეთდება ახალ ხიდთან. ეს ადგილი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში.
Print