ახალი ამბები
ხაშურისა და ქარელის ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს
ხაშურისა და ქარელის ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, პირველი ფაქტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, ხოლო მეორე - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ გამოვლინდა.

,,მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები, გასაბერი ნავებიდან თევზჭერისას, ასევე იყენებდნენ ელექტროშოკურ მოწყობილობებს. უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print