გორელ ფოტოგრაფთა კლუბი 22 ოქტომბერს 10 წლის გახდა.
ამ დღის აღსანიშნავად, ლომჭაბუკის სკვერში კლუბის 13 წევრის
ნამუშევრები წარმოადგინეს, რომლებსაც 10 წლის მანძილზე ქმნიდნენ.
ბოქსები სკვერში ერთი თვის მანძილზე დარჩება და მოქალაქეებს
ნამუშევრების დათვალიერება შეეძლებათ.
წარმოდგენილია შემდეგი ფოტოგრაფების ნამუშევრები: ანა ბარჯაძე; გიორგი
აბრამიძე; კახაბერ ქარელიძე; ლევან ახალკაცი; მარიამ თოფჩიშვილი;
მარიამ შალამბერიძე; ნიკა სომხიშვილი; ოთო გვრიტიშვილი; თამარა
შოშიტაშვილი; თათა საბაშვილი; თინა კარელიძე; ტატო წიქარიძე თინათინ
ციცვიძე.