შიდა ქართლში, კერძოდ კასპში, USAID-ის ძლიერი სოფლის პრორგამის
ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ელჩი ერინ ელიზაბეტ
მაქიი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ წარადგინა შიდა
ქართლში დაფინანსებული საგრანტო პროექტები. მათ შორის, დაფინანსებულ
პროექტებზე ისაუბრეს, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სათემო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო 30 წელზე მეტია
თანამშრომლობენ, ჩვენ საქართველოში ძლიერი დემოკრატიისა და ეკონომიკის
შექმნას ვუწყობთ ხელს. მხარს ვუჭერთ ქვეყნის სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ ერთიანობას, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროპასთან.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შევუწყოთ
საქართველოს მოსახლეობას, გავაუმჯობესოთ მათი პირობები და შევქმნათ
მეტი შესაძლებლობა. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ,
რომ 20% ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებულია და განსაკუთრებით ამ
მოქალაქეებს ვუწყობთ ხელს, ვინც პირადად დაზარალდა რუსეთის უკანონო
ოკუპაციისგან“, - განაცხადა ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, ასევე, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტის
მერები და კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის” განხორციელება 2022 წლის ივლისში
დაიწყო და მისი მიზანია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე
თემების გაძლიერება, რაც მათ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში
შეუწყობს ხელს.