ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ივანე ილურიძე 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ივანე ილურიძე 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ილურიძე 2023 წლის 7 ივნისს, ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

,,ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.'' - აღნიშნულია სუს-უის განცხადებაში.

სუს-ის განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
Print