საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გორის ბიუჯეტის
სასარგებლოდ, გადახდილი თანხა 4 მლნ ლარს აღემატება.
კერძოდ, მერიის ფინანსური სამსახურის ცნობით, ჯამში, ამოღებულია 4 მლნ
151 700 ლარი.
სულ ჯარიმა-საურავებიდან მობილიზებულია 4 მლნ 474 000ლარი. გეგმა
მესამე კვარტალშივე შესრულდა. გეგმით 9 თვეში გათვალისწინებული იყო 4
459 000 ლარის მობილიზება.
9 თვის მონაცემებით, პარკინგის წესების დარღვევის გამო, ამოღებულია
323 ლარი.
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის წესების დარღვევის გამო,
ამოღებულია 66 900 ლარი. ვაჭრობის წესების დარღვევის გამო, გადახდილია
3 000 ლარი.
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის წესების დარღვევის გამო
გადახდილია 12 544 ლარი. უბილეთო მგზავრების მიერ გადახდილია 6 800
ლარი და ა.შ>