მედიის განვითარების ფონდი UNESCO -ს გლობალური მედიაწიგნიერების
კვირეულს სოფელ აძვიდან შეუერთდა.
აძვის საჯარო სკოლა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან მდებარეობს.
ტრენინგს ევროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისსა და
დოიჩე ველე აკადემიის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილიც
დაესწრნენ.
MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგი ახალგაზრდებს ყალბი ინფორმაციისა და
ვიზუალის გადამოწმების, წყაროების კრიტიკული ანალიზის უნარებს
უვითარებს.
ის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - "ხარისხიანი მედია და მედიის
გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის"- ფარგლებში დოიჩე
ველე აკადემიასთან პარტნიორობით იმართება.