7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
გიორგი კეკელიძე გორს ეწვევა.
როგორც შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციიდან გვაცნობეს,
გიორგი კეკელიძე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს საჯარო სკოლას
ესტუმრება.
ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ღამბაშიძის განცხადებით, ეროვნული
ბიბლიოთეკის დირექტორი სკოლას წიგნებს და სპორტულ ინვენტარს
გადასცემს.
ვიზიტი შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დავით
ღამბაშიძის მიწვევით განხორციელდება.