კირბალის სიახლოვეს რუსეთის სამხედროების მხრიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების
მცდელობისას ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ცნობით, შემთხვევა დღეს
6 ნოემბერს მოხდა.
,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის
შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, ხოლო უკანონოდ დაკავებულ
იქნა ერთი მოქალაქე''- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.