როგორც ახლობლებმა გვითხრეს, თამაზ გინტურს სამი ტყვია ზურგში აქვს
მოხვედრილი.
ასევე, ახლობლებმა განაცხადეს, რომ ავტომანქანა დაცხრილულია უკანა
მხარეს. მანქანა ლომისის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზეა
დატოვებული.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში ჟურნალისტებს შესვლის უფლება
დღეს დილით მისცეს.
თამაზ გინტური გუშინ 6 ნოემბერს, ლომისის სალოცავთან რუსეთის
სამხედროებმა მოკლეს.
მეორე პირი კი დააკავეს, რომელიც ამჯამად პატიმრობაში იმყოფებოდა და
ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ
ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს ავტომანქანის ბორბლებში იმ დროს, როდესაც
თამაზ გინტური ცდილობდა თავის დაღწევას.