ახალი ამბები
,,რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს'' - აცხადებს გორის ეპარქიის მღვდელი
გორის ეპარქიის მღვდელი, ბერშუეთის ეკლესიის წინამძღვარი ანდრია მიდოდაშვილი აცხადებს, რომ მთავარია რუსებთან, ოსებთან და ხალხთან ურთიერთობა შენარჩუნდეს, ვინმდე ტაძრები.

ამის შესახებ მან კირბალში, რუსეთის ჯარისკაცების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახის მისამძიმრების შემდეგ, განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია, ეკლესიის არის ასეთი, რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - ამბობს სასულიერო პირი.
Print