თამაზ გინტურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ამის შესახებ კირბალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
განაცხადეს.
შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით,
დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს.
კირბალში თამაზ გინტურის ოჯახს გუბერნატორმა, გორის მერმა ვლადიმერ
ხინჩეგაშვილმა და სამხარეო პოლიციის უფროსმა ვალერი თელიამ გუშინ
მიუსამძიმრეს.
,,ჩვენი ქვეყნის მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული მოქალაქეების
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გატაცებასთან დაკავშირებით, მე
ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება'' - განაცხადა გორის მერმა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
სამხარეო პოლიციის უფროსმა ვალერი თელიამ განაცხადა, რომ ფაქტთან
დაკავშირებით უამრავი ადამიანი დაიკითხა:
,,ამ ეტაპზე მათ ჩვენებებს ვერ გავასაჯაროებთ. გამოძიება მიმდინარებს
და პრეს-სამსახურის მეშვეობით ინფორმაცია მოგეწოდებათ'' - თქვა
თელიამ.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლებმა კირბალში, ლომისის ეკლესიასთან მოკლეს. თამაზ
გინტური თანასოფლელებთან ერთად ეკლესიაში ავიდა აჭედილი კარის
გასაღებად.
ეკლესიის კარი რუსმა სამხედროებმა 18 ოქტომბერს აჭედეს.