ახალი ამბები
ქერეში მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი და წიგნები ჩაუტანეს საჩუქრად
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლის, მირიან ხოსიტაშვილის ცნობით, შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო დავით ღამბაშიძე, რომელიც შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

,,სკოლის შესანიშნავ მოსწავლეებს შევხვდით, ჩავუტანეთ წიგნები, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე და განათლების ძალაზე. ჩვენი სრული მხარდაჭერა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს.'' - აცხადებს მირიან ხოსიტაშვილი



,,ჩვენი ორგანაზიცია კვლავაც აგრძელებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში შეხვედრებს. ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თანადგომისთვის და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას.'' - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.


Print