ახალი ამბები
,,თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ'' - კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლე
კირბალიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებულის, ლევან დოთიაშვილის მეუღლემ სოფო ანდრიაძემ, ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არაფერი იცის.

ტელეკომპანია ,,ფორმულასთვის'' მიცემულ ინტერვიუში იგი ითხოვს, რომ ლევანი თავის შვილებს ჯანმრთელი დაუბრუნდეს:

"ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, რომ დამიბრუნონ. მეტს არაფერს ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. არაფერი არ ვიცი ჯანმრთელობის შესახებ. მეც ველოდები, რა იქნება. მარტო იმას ვთხოვ ღმერთს, რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნოს", – ამბობს დოთიაშვილის ცოლი.

ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს ლომისის ეკლესიიდან გაიტაცეს იმ დროს, როდესაც თამაზ გინტურთან ერთად სალოცავში იმყოფებოდა. მათი დაკავების მცდელობისას თამაზ გინტური მოკლეს.
Print