ცხინვალში ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ლევან დოთიაშვილს დღეს 9
ნოემბერს საღამოს ქართულ მხარეს გადასცემენ.
როგორც ,,კაგებეს'' განცხადებაშია აღნიშნული ,,მომხდარზე გამოძიება
ოპერატიულად და სრულად ჩატარდა, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან
გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დოთიაშვილის საქართველოში
დეპორტაციის შესახებ.''
ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის სიახლოვეს დააკავეს. მასთან ერთად
მყოფი თამაზ გინტური კი მოკლეს.