დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, 1989 წელს დაბადებული, გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, პაატა არქელოვი პატიმრობიდან
გაათავისუფლეს.
ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ დე-ფაქტო რესპუბლიკის
უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.
,,საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი, რომელმაც წინა დღით დაარღვია
სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, ორშაბათს გააძევეს
რესპუბლიკიდან'',- იუწყება კგბ-ს პრესსამსახური.
კგბ-ს ცნობით, პაატა არაქელოვი 2023 წლის 19 ნოემბერს ,,სახელმწიფო
საზღვრის'' უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს
,,დადგინდა, რომ მან ნასვამ მდგომარეობაში გადაკვეთა საზღვარი
ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის მიმდებარედ. , - ნათქვამია
პრესსამსახურის განცხადებაში.
დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მინიშნებას აკეთებს სოფელ
კირბალში მომხდარ ფაქტზე და აღნიშნავს:
,,მიუხედავად 6 ნოემბერს სოფელ ამძარინში (წინაგარა) მომხდარ
ინციდენტისა, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო საზღვრის
დარღვევა გრძელდება. საქართველოს ხელისუფლება არ იღებს საკმარის
ზომებს მათ აღსაკვეთად.'' - აღნიშნავენ ცხინვალში.