გორის კეთილმოწყობის სააგენტოში 12 მანქანა მწყობრიდანაა გამოსული,
მათ შორის, ისეთი სპეცმანქანა, რომელიც ზამთრის სეზონზე, სრული
დატვირთვით უნდა მუშაობდეს.
სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე 12-ვე მანქანა შეკეთდება,
რაშიც 80 000 ლარი დაიხარჯება.
სპეცმანქანების შესაკეთებელად მერიამ დაიქირავა კომპანია ,,ემ ჯი
მოტორსი'', რომლის ხელმძღვანელია გელა კარიჭაშვილი.
კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ყველა მანქანის შეკეთებას დეკემბერში
დაასრულებს.