განმეორებით სიმთვრალის ფაქტზე გორის პატრულმა მძღოლი ამხილა.
მამაკაცს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის
მეხუთე ნაწილით დააჯარიმეს.
მას 3000-ლარიანი ჯარიმა ან 10-15 დღით პატიმრობა ემუქრება.
აღნიშნული პირი უკვე დაჯარიმებული იყო ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის კოდექის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და
შეფარდებული ჰქონდა 2000-ლარიანი ჯარიმა.
პირველი შემთხვევის დროს, საქმის მასალების მიხედვით, თავი აარიდა
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას.