გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ცნობით, გორის
საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ფრაქცია უფრო მეტ
სხდომებს ატარებს, ვიდრე - მმართველი გუნდის.
ამის შესახებ იმ ანგარიშშია საუბარი, რომელიც დავით რაზმაძემ
საკრებულოს წარდგინა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს 3 ფრაქცია.
დავით რაზმაძის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ ბოლო
ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა 10 სხდომა, ხოლო ,,ქართული ოცნების''
ფრაქციამ - 8 სხდომა.
თუმცა, საკითხების რაოდენობის მიხედვით, ,,ოცნების'' წარმომადგენლებს
ორჯერ მეტი საკითხები აქვთ განხილული.
უფრო კონკრეტულად:
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"- თავმჯდომარე კობა
ბერიანიძე; მოადგილეები - მიხეილ ვახტანგაშვილი, გიგა გელაშვილი,
დავით ადუაშვილი, ივანე ნონიკაშვილი, ნანი ოქროპირიძე, ბორის
გოგიჩაიშვილი. წევრთა რაოდენობა- 22.
ჩატარებული აქვს 8 სხდომა და განხილული აქვს 95 საკითხი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა;
მოადგილეები - კახა ლობჟანიძე, ანი ბალიაშვილი, ნაზი დიდებელი. წევრთა
რაოდენობა- 9.
ჩატარებული აქვს 10 სხდომა და განხილული აქვს 45 საკითხი.
რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ფრაქციას:
"გორი-საქართველოსთვის" - თავმჯდომარე - მამუკა ფანიშვილი; მოადგილე -
მერაბ გოხელაშვილი; წევრთა რაოდენობა 3.
დავით რაზმაძის ცნობით, მათ ჩატარებული აქვს 0 სხდომა და განხილული
აქვს 0 საკითხი.