გორში საახალწლოდ საჩუქრები 1800 ბავშვზე იქნება გათვლილი. ამის
შესახებ ტენდერი გორის მერიის კულტურის სააგენტომ გამოაცხადა.
სააგენტოს მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა
კომპანიამ ბავშვებისთვის უნდა მოამზადოს პაკეტი შემდეგი ტკბილეულის
შემადგენლობით:
- ბისკვიტი - დონატი შოკოლადის შიგთავსით, შოკოლადის საფარით
არანაკლებ12%. ქარხნული ინდივიდუალური შეფუთვით, არანაკლებ 50
გრამისა.
- ჟელე-კანფეტი სხვადასხვა ხილის არომატით ინდივიდუალურ ქარხნულ
შეფუთვაში რამოდენიმე ცალი, თითო შეფუთვის წონა არანაკლებ 70
გრამისა.
- შოკოლადის ფიგურა საახალწლო თემატიკით ინდივიდუალური შეფუთვით, თითო
არანაკლებ 35 გრამისა.
- ორცხობილა ინდივიდუალური ქარხნული შეფუთვით, არანაკლებ 50
გრამისა.
- ვაფლი შოკოლადის მინანქრით ,კარამელით , თხილით და ქიშმიშით ინდ.
შეფუთვით არანაკლებ 40 გრამისა.
- შოკოლადის ბატონი დაფქვილი არაქისითა და არაქისის კრემით,
ინდივიდუალური შეფუთვით არანაკლებ 35 გრამისა.
- ჩხირიანი კანფეტი სხვადასხვა ხილის არომატებით შეფუთული
ინდივიდუალურად.
- ორცხობილა კაკაოს და ვანილის გემოს შიგთავსით, ინდივიდუალურ
შეფუთვაში 4 ცალი. შეფუთვის წონა არანაკლებ 38 გრამისა.
- სასაჩუქრე პარკი - მყარი პოლიეთილენის გამჭვირვალე, ტევადობა
განისაზღვრება.
ბავშვებისთვის გათვალისწინებული სასაჩუქრე პაკეტების მოსამზადებლად
დაიხარჯება დაახლოებით 12 400 ლარი იქნება. სააგენტოს ცნობით,
საჩუქრები სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის იქნება
გათვალისწინებული.
ფოტო
არქივიდან: საახალწლო კონცერტი გორის კულტურის
ცენტრში