ცხინვალში საახალწლო ფეიერვერკი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას
ქალაქის მერია ავრცელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ახალი წლის დღეებში დაგეგმილ
ღონისძიებებში პიროტექნიკის გამოყენება, უკრაინაში მიმდინარე
მოვლენების გამო, აიკრძალა.
ბოლო ორ თვეში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 3 ადამიანი გადაასვენეს,
რომლებიც უკრაინის ომში დაიღუპნენ.
ჯამში, 40-მდე მებრძოლია დაღუპული.