გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
გორში სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას
უკავშირდება.
მიმდინარეობს ექსპერტიზა. მამაკაცი ბინაში ქირით ცხოვრობდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა
მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის,
გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების
დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.