რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარეობს მარში, "კი –
ევროპას, არა – რუსულ კანონს". მსვლელობა 18:00 საათზე რესპუბლიკის
მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანთან გრძელდება.
"ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი. ერთად
დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი", – აღნიშნავენ მარშის
ორგანიზატორები.
ადგილზე შეკრებილებს თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები,
ასევე, ბანერები რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერებით.
ვრცლად:
პუბლიკა