გორის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა პავლიაშვილის
ცნობით, 20 გორელი ახალგაზრდა საფრანგეთსა და გერმანიაში, გაცვლითი
პროგრამით ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.
ამის მიზეზი ქვეყანაში, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებული
მოვლენები სახელდება.
როგორც მედეა პავლიაშვილი განმარტავს, 10 ახალგაზრდა უნდა
გამგზავრებულიყო საფრანგეთში, ხოლო 10 - გერმანიაში:
,,საფრანგეთში მიგვყავდა 10 გორელი ახალგაზრდა ახალგაზრდული გაცვლითი
პროექტით, ზღვის სანაპიროზე, თანატოლ გერმანელ და ფრანგ
ახალგაზრდებთან ერთად. მოსამზადებელ შეხვედრაზეც ვიყავით, დავგეგმეთ
ყველაფერი, აქტივობები, ლოჯისტიკა ა.შ. ვგეგმავდით, რომ საფრანგეთის
შემდეგ საქართველოს გვემასპინძლა ამ პროექტისთვის, შემდეგ კი
გერმანიაში წაგვეყვანა კიდევ 10 გორელი ახალგაზრდა. ახლა კი ფონდმა
ბოლო წუთს გვითხრა, რომ ამ პროექტს ვეღარ დააფინანსებს საქართველოში
არსებული ვითარების გამო, რაც საკმაოდ ლოგიკურიცაა.'' - აღნიშნავ
მედეა პავლიაშვილი.
იგი აკონკრეტებს იმ დეტალებსაც, თუ ასე უცებ, მხოლოდ ამ პატარა
ქეისით, რა დაკარგა საქართველომ. პირველ რიგში ის, რომ 20 გორელი
ახალგაზრდა ვეღარ წავა საფრანგეთში და გერმანიაში და ვეღარ
განივითარებს უამრავ საჭირო კომპეტენციას. ხოლო ათასობით ევრო აღარ
დაიხარჯება საქართველოში ორგანიზებულ პროექტში და ვეღარ შეიტანს
წვლილს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
,,დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავს გექნებათ მსგავსი ქეისები ახლა თუ
არა, სამომავლოდ მაინც. ხოდა, რას ველოდებით? არა რუსულ კანონს!'' -
აცხადებს მედეა პავლიაშვილი.