ახალი ამბები
გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ პოსტი დატოვა
გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ პოსტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცდილობდნენ, დაერწმუნებინა მთავარი მწვრთნელი დარჩენაში: ,,მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მან გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც კლუბის დატოვების უფლებას უტოვებდა, აღნიშნული პუნქტის შეტანა მან ხელშეკრულებაში თავდაპირველადვე მოითხოვა.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასთან ერთად გუნდს მწვრთნელის ასისტენტი ემანუელ რიბეირო დატოვებს.

,,ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლუბით და ჩვენი ქალაქით და ვფიქრობთ, რომ იყო გორის ,,დილას" ნაწილი არის პრივილეგია და არა ვალდებულება. ჩვენ მადლობას ვუხდით რუის და ემანუელს ,,დილაში" გატარებული დროის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მათ მომავალ საქმიანობაში.'' - წერია განცხადებაში.

კლუბი მუშაობს ახალი მწვრთნელის შესარჩევად და ჰყავთ უკვე რამდენიმე უცხოელი პრეტენდენტი.

,,კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტი მფლობელებთან ერთად ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს გუნდის პოზიციური გაძლიერებისთვის 2 - 4 მოთამაშით შესავსებად.'' - აღნიშნავენ კლუბში.
Print