Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დედისა და დეიდის ცემაში ბრალდებული პირი გაამართლეს - რატომ წააგო საქმე პროკურორმა
გორის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო პირი, რომელსაც დედისა და დეიდის
ცემაში ედებოდა ბრალი.
გარდა ამისა, პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები.
შემთხვევა კასპში მოხდა. პროკურორის ცნობით, ჯერ კიდევ, 2023 წლის 15 ივნისს, მამაკაცს შემაკავებელი ორდერით, აეკრძალა დედის სახლთან მიახლოება, ასევე, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
,,მიუხედავად შემაკავები ორდერისა, 2023 წლის 19 ივნისს, ს. ხ–ი მივიდა დედის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები. 21 ივნისს კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დედას ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მხრის არეში, რის შემდეგაც გასაშველებლად მისულ დეიდას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, კიდურებისა და ბეჭების არეში. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ორივე მათგანს დახოცავდა და არ აცოცხლებდა.'' - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურამ მამაკაცს ბრალი სამი მუხლით წაუყენა:
- 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა.
- 11-ე პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
- 11-ე პრიმა,151-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა).
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჩვენება არ მისცეს. სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.
პროკურორი ოთარ დოხნაძე მოსამართლეს უხსნიდა, რომ ბრალდებული მსგავის სახის ფაქტზე ადრეც იყო ნასამართლევი, პირველად 2012 წელს, შემდგომ - 2020 წელს.
მიუხედავად ამისა, მოსამართლემ აღნიშნა:
,,საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულებმა - (დედამ და დეიდამ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.'' - აღნიშნა სასამართლომ.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |