Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,თუ შეწყდა დაფინანსება, ეგ იქნება ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი მთავრობისგან''
83 წლის, გორელი ია მელქაძე წლებია კარიტასის ორგანიზაციას იცნობს.
კარიტასის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გაიგო, როდესაც დედა ყავდა
ცოცხალი. ორგანიზაციის ექთნები ჯერ იას დედას უვლიდნენ, ახლა კი
მას.
„მე რაც თავი მახსოვს, დედაჩემისგან მოყოლებული, კარიტასია ჩვენი პატრონი. ჯერ დედაჩემის. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მარტო დავრჩი. უკვე სამსახურიც აღარ მქონდა. მაშინ ხომ გააუქმეს ყველა სამსახურები და ესენი მპატრონობენ. ღმერთმა გაახაროს ვინც ეს სამსახური შექმნა საერთოდ.“-აღნიშნავს, უცხოური ორგანიზაციის ბენეფიციარი ია მელქაძე.
83 წლის ქალბატონი აღნიშნავს, რომ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუ შეუშლის ხელს მსგავს ორგანიზაციებს მუშაობაში, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული მარტოხელა ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ორგანიზაციები ემსახურებიან.
„ ამდენი ხალხი, ჩემზე უფრო ავადმყოფები და ლოგინად ჩავარდნილები, ხომ ვიცი და მესმის ესე პატრონობენ და უვლიან კარიტასის ექთნები. ამაზე დიდი მადლი ქვეყანაზე რა უნდა იყოს? არის რამე? -არაფერი. პენსიონერი ვარ, 83 წლის მარტოხელა სოციალურად დაუცველი. ასე ვცხოვრობ ჩემთვის, მარტო. ამ კანონის გამო თუ შეწყდა დაფინანსება, ეგ იქნება ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი მთავრობისგან. ვინც შეწყვეტს. მე არ ვიცი... ეს იქნება უდიდესი შეცდომა და დანაშაული ჩვენნაირი ხალხის მიმართ. უდიდესი დანაშაული და ამას ვერასოდეს მოიხსნის, ვერავინ, ვინც ამას გააკეთებს. სასჯელად დარჩებათ.“-წუხს ია მელქაძე და დასძენს, რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია საკუთარ თავს გაუწიო ის სამედიცინო დახმარება, რასაც ექთნები უკეთებენ.
„ამათი მოსვლის დღეები რომ არის, საათს ვუყურებ. ერთი სული მაქვს როდის შემომძახებენ ხოლმე. ძალიან კარგი ადამიანები არიან და მართლა არ ვიცი ამ გოგოების გარეშე, რა მეშველებოდა. უკვე ოჯახის წევრებად მივიჩნევ.“-ამბობს ია მელქაძე.
ორგანიზაცია კარიტასი დაარსდა 1994 წელს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ფუნქციონირებს უცხოური დონორების დახმარებით. ამჟამად, დაფინანსების 80% გერმანიის მთავრობაზე მოდის.
გორში, კარიტასის პროგრამა, კერძოდ, შინმოვლის პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, ზრუნვის ობიექტი დევნილები იყვნენ. დროთა განმავლობაში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და მოიცვა მარტოხელა უმწეო ადამიანებიც.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობს შესახებ“, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ,,რუსული კანონი“, დააფიქრა კარიტასის წარმომადგენლებიც.
კანონი 2024 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.
მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსობის გამჭვირვალობას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის აპრილსა და მაისში, ხალხმხრავალი პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ძალად, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა.
კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ "რუსული კანონი" უწოდა, რადგან მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში უკვე გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია და სამოქალაქო სექტორი.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |