Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხელთუბნის სკოლის ამბავი
ასე გამოიყურება ის შენობა, რომელიც ორი საუკუნის წინ, სკოლისთვის აშენდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სკოლა 1884 წელს გაიხსნა.

ეს ამბავი წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელს, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის სახელს უკავშირდება. საბავშვო მწერალი წარმოშობით ამ სოფლიდან იყო.

სკოლის გახსნის ისტორია დეტალურად არის გადმოცემულ მიხეილ ხელთუბნელის წიგნში ,,ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა’’. ამ წიგნში წერია, რომ 1884 წლის 1 ოქტომბერს სოფელში აკაკი წერეთელიც იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ამ სკოლის პედაგოგი გახდა თედო რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ძმა.

ციტატა წიგნიდან:

,,ანასტასიამ მოახერხა 1884 წელს სკოლის გახსნა სოფელ ხელთუბანში, საიდანაც მისი ოჯახი იყო, და შემდეგ ამ სკოლისთვის სპეციალური შენობის აგებაც.

სოფლად სკოლის გახსნა და მისთვის შენობის აგება ახლა ძნელი საქმე არ არის, მაგრამ მაშინ? რადენი დაბრკოლება უნდა გადაელახა, რამდენი ენერგია და შრომა უნდა დაეხარჯა ადამიანს, რათა დაემტკიცებინა მაშინდელი გლეხებისათვის სკოლის სარგებლობა.

ჩამოაგდო თუ არა ანასტასიამ სიტყვა სკოლაზე, მყის ინტრიგები დაიწყო. სამღვდელოებამ დარაზმა მთლად თავისი ძალები ანასტასიას წინააღმდე.

სოფლის მამასახლისმა მხარი დაუჭირა ხუცებს, გლეხებში გავრცელებული სულსლეური ხმები. რაკი გლეხები ვერ დაარწმუნა, ანასტასია დროებით ხელთუბნიდან თბილისში დაბრუნდა, სადაც დედა იბარებდა.

აქ ანასტასია მძიმე ავადმყოფი შეიქმნა და ბიძა ეუბნებოდა დედას: ,,აკი, გაფრთხილებდით, თავი დაანებეთ ამ საქმეს-მეთქი (სკოლას), თორემ ხუცები ერთ ვაივაგლახს დაგიწევენ’’.

მაგრამ მოკეთდა თუ არა ანასტასია, კვლავ სკოლაზე ზრუნვას შეუდგა, მან მაინც თავისი გაიტანა.

სკოლის გახსნა დანიშნული იყო 1 ოქტომბრისთვის. ანასტასიამ სთხოვა ნიკო თუმანიშვილს, ზეიმოს მოწყობაში დამეხმარეო. შეუდგნენ სტუმრებისთვის სადილის მზადებას.

დილით გორიდან ატყობინებენ ანასტასიას, ნიკო დიასამიძე მოდის აურებელი სტუმრითაო, იქნებიან აკაკი წერეთელი და სხვანიო.

ანასტასიას ელდა ეცა. როგორ მოვუაროთ ამოდენა ხალხსა? - ეკითხება ნიკო თუმანიშვილს. - რა გვეშველება, გავწვდებით თუ არა ჩვენი სადილით აქაურებსაც და მოსულებსაცაო. ის კი იცინის და ხუმრობით ეუბნება: ,,ნუ გეშინიან, აი, ვნახოთ, რამდენი იქნებიან… თითო ფაიტონზე თითო კოკა წყალს მივამატებინებ პომიდორის წვენსაო.’’

ყველაფერი რიგზე გამოვიდა. ჩააცვეს ბავშვებს ახალი ხალათები, ანასტასიას მიერ შეკერილი უღარიბესთათვის, და გამოვიდნენ სტუმრების დასახვედრად. აღელვებული ანასტასია ერთ ფაციცუცში იყო და არევ-დარევით განკარგულებას იძლეოდა.

აი, ფაიტონებიც გამოჩნდა, სტუმრები მობრძანდნენ, აკაკიმ მიულოცა ანასტასიას დღესასწაული; პოეტმა იოსებ დავითაშვილმა მიართვა სკოლას თავისი ხელით გაკეთებული სახაზავები (იგი ხელობით ხარატი იყო). დაიწყო სიტყვები, მილოცვები, კეთილი სურვილის გამოთქმები და სხვა მისთ.,

სკოლა გაიხსნა, გაზეთებმაც მოათავსეს ზეიმის აღწერა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჯერ კიდევ ბევრი საზრუნავი და დავიდარაბა მოელოდა ანასტასიას. მასწავლებელი გამოუცდელი, შეუფერებელი აღმოჩნდა. დააწყებინა ბავშვებს უდიერი ფიზკულტურული ვარჯიშობა. ასე, რომ გლეხებს გულები დაუსკდათ, ომში ხომ არ უპირებენ ბავშვებს თავი უკრანო?

საჭირო იყო სხვა მასწავლებლის გამოძებნა. მაგრამ საკმაო დრო გავიდა, ვიდრე ხელთუბნის სკოლას თედო რაზიკაშვილი მოევლინებოდა, პოეტის ვაჟა-ფშაველას ძმა, თვითონაც პოეტი და შესანიშნავი მომთხრობი, რომელსაც ბავშვები უყვარდა და უნარიც ჰქონდა, როგორ მოპყრობოდა მათ.

ნიკო თუმანიშვილის და მარიამი (მაშო) ეხმარებოდა ანასტასიას და ბავშვებს ხელსაქმე ასწავლიდა. გამოჩდნენ სხვებიც, რომელნიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ ანასტასიას. სკოლის არსებობა უზრუნველყოფილი არ იყო, ვიდრე მას საკუთარი შენობა არ ქნებოდა.

1886 წელს მიიღო რა წერაკითხვის საზოგადოების დაპირება დახმარების გაწევაზე, ანასტასიამ იყიდა საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი მეჯვრისხევის გზის პირად. ამ საქმეში მას ნიკო დიასამიძე დაეხმარა. მიწის ნაკვეთი ისეთი ვარაუდით იყო ამორჩეული, რომე მასზე შესაძლებელი ყოფილიყო ბაღისა და სა საფუტკრის გაკეთება. შენობა ისეთი უნდა აეგოთ, რომ მასში მოთავსებულიყო აგრეთვე საერთო საცხოვრებელიც სხვა სოფლების ბავშვებისათვის, რომელნიც ხელთუბნის სკოლაში სწავლობდნენ. სკოლის შენება ძნელი საქმე იყო, მას სჭირდებოდა მტკიცე ზედამხედველობა:

,,აშენებას დიდი ძალღონე მოუნდა. ყველას ვეღრიჯებოდი და ვისაც მოვატანინებდი ტივებს, უსათუოდ საუკეთესოს თვითონ მიმალავდნენ, ქვიშის და ქვის მოსატანად ფარაჯები უნდა მეყიდნა. საძირკვლის მოსათხრელათ ღვინო უნდა დამელევინებინა. კალატოზი, რომელსაც ფული წინდაწინ წაღებული ჰქონდა – უცბათ მოკვდა. მაგრამ სახლი მაინც მოვათავე და გადმოვიტანე.’’

სკოლის მოწყობისას და შენობის აგებისას (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის შენობა ძალიან დაზიანდა 1905 წელს, შიგ რომ კაზაკები ჩააყენეს) ანასტასიამ იკისრა სკოლის მზრუნველის მოვალეობა.’’

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.