Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მითები და სტერეოტიპები ელექტრონული არჩევნების შესახებ
რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საარჩევნო სიახლეებზე,
ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა
მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრები, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარეც ესწრებოდა, იმ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩატარდა, რომელსაც ხელისუფლება
კანონის მიღების შემდეგ, "უცხოური გავლენის" ორგანიზაციებად
გამოაცხადებს.
მედიის წარმომადგენლები, USAID-სა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, გაეცნენ ელექტრონული არჩევნების ჩატარების წესს.
,,მაგალითად, მოქალაქემ ხმა უკვე მისცა. ახლა, დავუშვათ, შეთანხმდნენ კომისიის წევრები, დამკვირვებლები და სხვები, რომ ეს ადამიანი ისევ ,,შემოაპარონ'' უბანზე. ნახეთ, რას იზამს აპარატი?'', - სემინარს თავად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაუძღვა.
მან ჟურნალისტებს დეტალურად აუხსნა რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ხელმეორედ შეეცდება ხმის მიცემას. მან ასევე ისაუბრა მედიის და ცესკოს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
„რაც არ უნდა სიკეთის მომტანი იყოს კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალება, რა თქმა უნდა, წყალში იქნება გადაყრილი ყველა ის უპირატესობა და სიკეთე, რომელიც მას მოაქვს თუ ამომრჩეველი და საზოგადოება არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე თუ როგორი იქნება მათი უფლებები, თუ რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.შესაბამისად, მედიას ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მოხდეს საზოგადოების, ამომრჩევლების და ზოგადად, ჩართული მხარეების სწორი ინფორმირება. ნებისმიერ ნოვაციას, განსაკუთრებით თუ ეს ეხება საარჩევნო საკითხს და ზოგადად ტექნოლოგიებს, ცხადია ეს ყველაფერი წარმოშობს მითებს, სტერეოტიპებს. ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის და მედიის თანამშრომლობა, პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
შეხვედრის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, კერძოდ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობას გაეცნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც.
„ახალ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მითი არსებობს მოსახლეობაში. მაგალითად, ის, ომ უფრო იოლია ამომრჩევლის იდენტიფიცირება ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით და რომ ეს ახალი ტექნოლოგიები ნამდვილად არ გამორიცხავს გაყალბებას. სემინარის წყალობით ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ, ჟურნალისტებს გაგვიქარწყლდა მეტნაკლებად ამ მითების არსებობა", - ამბობს დედოფლისწყაროს გაზეთი "შირაქის" ჟურნალისტი ინგა შიოლაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში და ა.შ
„ელექტრონული არჩევნები, ახალ ეტაპე გადაგვიყვანსო, გაყალბებას შეამცირებსო - გვესმის ასეთი მოსაზრებები, თუმცა იმის ფონზე რომ ეს პირველად ხდება ჩვენს ქვეყანაში და ასევე ვიცნობთ ჩვენს მენტალიტეტს, რომ რაც არ უნდა დაცული ვიყოთ კონკრეტულ მომენტში ადამიანები ყოველთვის იპოვიან ბერკეტს, რომ მათ სასარგებლოდ შემოატრიალონ სიტუაცია, ვფიქრობ, რომ პირველად ამ სისტემაზე გადასვლას რაღაც შანსი უნდა მივცეთ და უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე", - განაცხადა "მეგა ტვ"-ს ჟურნალისტმა ნანა თევდორაძემ.
მედიასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაიმართა. მასში მონაწილეობა რეგიონული მედიის 25-მა წარმომადგენელმა მიიღო.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |