Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სამი თაობა თავისუფლების ძიებაში – ტარიელ გურგენიძე მეჯვრისხევიდან
„როცა მამასთან ერთად, ჩემი ბავშვობის ძველ სახლს ვშლიდი სხვენზე
ავედი, სადაც კვამლისა და მტვრისგან გაპოხილი, გადახვეული ბამბაზიის
ხალათი ვნახე. აი ამ მატერიის ნაგლეჯებში აღმოვაჩინე 1832 წელს
გამოცემული „ახალი აღთქმა“. ახლა ეს წიგნი ჩემი ოჯახის რელიქვიაა.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი განათლებული და წინდახედული ბებია მყავდა. იმ
პერიოდში ალბათ იმდენად დიდი იყო შიში რეპრესიების, ციხის, მუქარის,
რომ ასე მალავდნენ ამ ოთხთავს. იმ დროს სულ შიშის ქვეშ ვიყავით
ადამიანები, სულ გაუცნობიერებელი რაღაცა დაგვდევდა უკან. აჩრდილი
რაღაც შიშისა, უბედურებისა და მოულოდნელობისა.“ - ასე იხსენებს
ბავშვობას ტარიელ გურგენიძე და სიამაყით გვიყვება ამბებს წინაპრების
შესახებ.
საბჭოთა ეპოქა დასრულდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი ისევ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს. ამის მაგალითად კი ტარიელი ერთ ამბავს იხსენებს.
„,თ,უმცა ახლა ხომ ცივილიზაციაა, გავიხედეთ დასავლეთისკენ, მაგრამ მაინც არის მცდელობა იმისა, რომ ვიღაცამ შენზე ზეგავლენა მოახდინოს. შარშან წყალსადენის სამმართველომ თვენახევრის განმავლობაში ივლისი- აგვისტოს პერიოდში სარწყავი წყალი შეგვიწყვიტა. თვენახევრის განმავლობაში შენ, სოფლის მოსახლეობას, რომ ბაღის მორწყვის საშალებას არ მისცემ, ეს არის კატასტროფა. აბსოლიტური კატასტროფა. მე ეს ამბავი სოციალურ ქსელში დავწერე და რა მოხდა იცით? საღამოს სოფლის გამგებელმა დამირეკა. ყვირილით, ჩხუბით, გინებით მლანძღავს და რას მეუბნება, სიტყვა-სიტყვით დავიმახსოვრე ეს ფრაზა, „შენ რომ ეგეთ პოსტებს დებ, მერე მე გორში მიბარებენ და მლანძღავენ. რა ნახე, რა გააჭირე საქმე“ არის თუ არა ეს თავისუფლების შეზღუდვა? გამორიცხულია ქვეყნის და საზოგადოების განვითარება, დასავლეთთან ურთიერთობის, დასავლეთთან კომუნიკაციის გარეშე.დეტალებს არ ჩავუღრმავდები,მაგრამ როცა მე საფრანგეთში ვარ ჩემს შილთან, მიხარია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩემი შვილიშილები არიან და მათით ვხარობ, არამედ იმიტომ, რომ იქ ვგრძნობ რომ მეც ადამიანი ვარ.“-ამბობს ტარიელ გურგენიძე.
ტარიელ გურგენიძე სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, აკეთებს და მოივპოვებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც ქართლშია შესაძლებელი. აქვს ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ულამაზესი ვარდების სანერგე მეურნეობა. ბავშვობის წლებზე ბევრს საუბრობს. რადგან ოჯახში უფროსი შილი იყო, მამასთან ერთად ფიზიკურად ბევრს შრომობდა.
„საცოდავი მამაჩემი, ღამის ორ-სამ საათზე წამომაყენებდა ხოლმე იმის გამო, რომ ოჯახს 400 გრამით მეტი პური მიეღო. ეს იყო შიმშლის, სიღატაკის, უბედურების, შიშის პერიოდი.
6-7 წლის ბავშვი გააღვიძო შუაღამისას, ზამთრის ყინვასა და სუსხში. სახლი იყო ძალიან პატარა. სულ ერთ ოთახი გვქონდა, სადაც მთელი ოჯახი ვცხოვრობდით. აქვე ცხოვრობდა პაპაჩემიც, მამიდაჩემიც და თქვენ წარმოიდგინეთ ერთ ოთახში ვცხოვრობდით ამდენი ადამიანი. სახლის გვერდით სადგომი გვქონდა. ამ სადგომში პაპას ჰყავდა ორი კამეჩი, ორი ძროხა.“-იხსენებს ტარიელ გურგენიძე და აქვე გვიყვება პაპის შესახებ, რომელსაც კომუნისტებმა საკუთარი საქმიანობა აუკრძალეს და ოჯახი სიღარიბისთვის გაიმეტეს.
„პაპაჩემმა, ეტყობა აზრიანი კაცი იყო. თავისი კამეჩებისათვის შეკრა ურემი და ეწეოდა ე.წ. სამეწარმეო საქმიანობას . ეხლა რას ნიშნავს ეს, მაგალითად როგორც დღეს, თანამედროვე ტაქსებია, რომლებიც ადამიანებს ემსახურებიან. ზუსტად ასეთი იყო პაპაჩემის საქმეც. უზრუნველყოფდა ხალხის გადაადგილებას და ეხმარებოდა ტვირთის მიტანა-მოტანაში. თუმცა კომუნისტებმა აიძულეს, რომ ამ საქმიანობისათვის თავი დაენებებინა იმიტომ, რომ დაემუქრნენ. უთხრეს ან დაგიჭერთ ან და ეს კამეჩები შემოიყვანე საკოლმეურნეო საქმიანობაში და საკოლმეურნეო საქმიანობას მოახმარეო. მახსოვს, მაშინ როგორ გაბრაზდა პაპა. მუქარის მიუხედავად, თავის კამეჩები საკოლმეურნეო საკუთრებად არ აქცია, თუმცა საქმიანობისაგან ხელი აიღო. ამის შემდეგ უფრო მეტად გაგვიჭირდა“- გვიყვება ტარიელ გურგენიძე.
ტარიელი გვარწმუნებს, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მევენახეობასა და საერთოდ სამეურნეო საქმიანობაში მისი პაპის დამსახურებაა. სწორედ რთუმა წლებმა მისცა ცხოვრებისეული გამოცდილება, რისი შედეგიც მისი ოჯახური მეურნეობებია.
„ ჩემთვის ყველაზე საამაყო, ვარდების სანერგე მეურნეობაა, სადაც 160 სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის ვარდი ხარობს. ასევე ვაწარმოებ კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის ნერგებს და განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, აი ამ უნიკალური ყურძნის ჯიშების ნერგების წარმოება. მაქვს მსხმოიარე ხეხილის ბაღი, რომლის მოსავლის თითქმის 100%-ს ვიყენებ ჩემს ოჯაში წარმოებული, აბსოლიტურად ნატურალური, უნიკალური და უალტერნატივო ვაშლის ძმრის დასაყენებლად
ჩემი პროექტი უკონკურენტოდ გავიდა, ქალბატონი იამზეს თანადგომითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ ხელშეწყობით მოიპოვა ევროკავშირის დაფინანსება. საშალება მომცა კიდევ დამატებით შემეძინა ავზები და წელს უკვე ვაპირებ , სულ ცოტა14-15 ტონამდე ავიყვანო ვაშლისძმრის წარმოება.“-ამბობს ტარიელ გურგენიძე.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |