Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მემორიალის მოლოდინში - აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა
სოფლის ცენტრში, ყოველ საღამოს, წყაროსთან ნანა თაყაძეს შეხვდებით. ის წლებია მზეზუმრისას ყიდის. სამუშაოდ ადგილი შემთხვევით არ შეურჩევია. ეს ის ადგილია, სადაც მისი შვილის, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელზე მემორიალი უნდა გაკეთებულიყო.

,,მემორიალის გაკეთებას დიდი ხანია დამპირდნენ, მაგრამ არ აკეთებენ. ერთი ცემენტის სვეტი დადგეს, მაგრამ მიატოვეს. აქაური ბიჭია ოცნებაში, იმან თქვა, მე თვითონ მივხედავ ამ საქმესო, მაგრამ წლები გავიდა,“ - გვითხრა ნანამ გულდაწყვეტით.

იმედი აქვს, რომ მოესწრება იმ დღეს, როდესაც მისი შვილის სახელზე აშენებული მემორიალის წინ თავის საქმიანობას გააგრძელეს.

ვინ არის ის ოცნების ბიჭი, რომელიც ნანა თაყაძეს მემორიალის მოწყობაში დაეხმარებოდა, ჩვენი ინფორმაციით გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილია, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდანაა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე სოფლის წარმომადგენელს უნდა მოვთხოვოთ პასუხი. გააკეთებენ თუ არა მემორიალს, ჯერ კიდევ პასუხი არ არსებობს.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი, ვიტალი თაყაძე რუსეთ-საქართველოს ომს სოფელ ავნევთან შეეწირა. დაღუპული კაპრალის დედა ნანა თაყაძე, მძიმედ იხსენებს 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს, როდესაც მისი შვილის ცხედარი მშობლიურ ხელთუბანში ჩამოასვენეს.



„ჩემი შვილი ღამის 12 საათზე მოასვენეს. სოფელში დიდი უბედურება ტრიალებდა. მოსახლეობა სულ გაკრეფილი იყო. აქ თითქმის არავინ აღარ იყო. მესაფლავეებსაც ვერ ვშოულობდით, რომ საფლავი გაეთხარათ. ამხელა ტკივილის შემდეგ მიკვირს, რომ არაფერი დამემართა.

ვიტალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით შევიდა. ჯერ კოსოვოში გაგზავნეს, შემდეგ 4 წლიან კონტრაქტზე იყო გორში. კონტრაქტზე ვადა იმ წელს ეწურებოდა, როცა დაიღუპა.“-იხსენებს ნანა თაყაძე

ცხინვალის რეგიონში სიტუაციის ესკალაციის გამო, კაპრალი ვიტალი თაყაძე პირველ აგვისტოს გამოიძახეს და ერთ კვირაში სოფელ ავნევთან, კეფაში მოხვედრილი ჭურვის ანასხლეტით დაიღუპა.



„ მისი დაღუპვის შესახებ არაფერი ვიცოდი, არ მეუბნებოდნენ. იმ ღამით ჩემს მაზლთან ავედი, ხალხი ჩოჩქოლი იყო, მათ კი სიბნელეში ვერ დამინახეს იქ რომ ვიყავი და როდესაც თქვეს, რომ უნდა მოასვენონო მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა. მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს როგორც დაიღუპა. დაბომბვები რომ დაიწყო, ჯარისკაცები სანგრებში იყვნენ ჩაწოლილები. ვიტალის ყველასთვის ჩამოუვლია და თავზე ჩაფხუტები დაუფარებია. თვითონ კი არაფერი ეფარა. რა ვიცი, რომ დაეფარა ქუდი იქნებ გადარჩენილიყო, კეფაში ჰქონდა მოხვედრილი.“-ამბობს დაღუპული კაპრალის დედა ნანა თაყაძე.

ნანა თაყაძე ამბობს, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ახლა სოფელში ვიტალის სახელობის ქუჩა და სკვერია, სადაც სამშობლოს გმირის დედა ყოველ დღე მიდის და მზესუმზირას ჰყიდის, რაც მისი შემოსავლის წყაროა.

„ჩემი გოგოს იმედად ვარ დარჩენილი.ეგენი არიან ჩემი პატრონები. ქუჩა გააკეთეს ვიტალის სახელობის. ოცნების ხალხმა ააშენა აქ რაღაცა წყაროსთან, მაგრამ ეგ რა სკვერია? ეს სვეტი ააშენეს და შეაჩერეს მერე, არაფერი აღარ გააკეთეს. არც სურათი არც წარწერა. არ ვიცი, ალბათ სურათს გააკეთებენ. დახმარება, როგორც გმირის დედას არაფერი შეღავათი არ მაქვს. არც შუქზე არც სხვა კომუნალურებზე. გაზსაც ბალონს ვყიდულობ. შუქზე მაინც რომ იყოს შეღავათი კარგი იქნებოდა.“-წუხს ნანა თაყაძე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.