ახალი ამბები
სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

ონლაინგამოცემა ,,პუბლიკას'' ცნობით, საქმე პოლიციისადმი დაუმორჩილების მუხლით განიხილეს.

ავთანდილ ტიტვინიძე 29 ნოემბერს დააკავეს. სტუდია ,,მონიტორის'' კადრებში ჩანს, რომ დაკავების დროს არანაირ წინააღმდეგობას უწევდა. ასევე არ აღენიშნებოდა დაზიანებები. დაკავების შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ.
Print