ახალი ამბები
,,დღესაც ჯიუტად!'' - უწყვეტი პროტესტი
სამოქალაქო აქტივისტები, გორის ადმინისტრაციული შენობის წინ, ყოველ საღამოს მართავენ აქციას.

28 ნოემბრიდან დღემდე, დედაქალაქსა და სხვადასხვა ქალაქებში, საპროტესტო მსვლელობები იმართება მთავრობის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი.

მოქალაქეები ითხოვენ უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და იმ სპეცრაზმელების დასჯას, რომლებიც ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ.
Print