გორში ,,ხელოვნების სახლის'' მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მოქალაქეები, ხელოვანები,
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, გორის მერიამ, 2024 წლის 16 დეკემბერს, საჯარო რეესტრს,
,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან'' დადებული ხელშეკრულების გაუქმების
მოთხოვნით, მიმართა.
უზუფრუქტის ხელშეკრულებით, სივრცე სარგებლობის უფლებით გადაცემული
ჰქონდა ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბს''. ამ შენობაშივე მდებარეობს
ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ,,ხელოვნების სახლი - Aრტ Hოუსე''
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როდესაც საგამოფენო სივრცეში
გაჩნდა საპროტესტო ინსტალაცია ,,ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ
იხდის!''
ინსტალაციის მიზანს წარმოადგენდა იმ პროტესტის ვიზუალიზაცია, რომელიც
საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარეობს.
კედლებზე წითელი საღებავით შესრულებული იყო 100-მდე წარწერა,
სახურავიდან ჩამოჟონილი შავი საღებავი კი "გაყალბებულ არჩევნებს"
გაანსახიერებდა.
,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბს'' ხელშეკრულების ვადა 2026 წელს ეწურებოდა.
თუმცა, მერიამ მისი შეწყვეტა ვადაზე ადრე მოითხოვა.