ახალი ამბები
..თავმდაბლობის უკმარისობა, ეს ავადმყოფობა ახასიათებს ზოგიერთ მოწინავე სპორტსმენს'' - ალექსანდრე იაშვილი
გორის უნივერსიტეტში, მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე ამავე უნივერსიტეტის პედაგოგმა ალექსანდრე იაშვილმა, სპორტსმენებში თავმდაბლობის აუცილებლობის შესახებ, ისაუბრა.

მისი გამოსვლის ტექსტი შეტანილია იმ კრებულში, რიმელიც უნივერსიტეტმა გამოსცა. 

,,თავმდაბლობის ფასი არაფერია, თავმდაბლობით იცნობა ადამიანი, ის არის მისი ღირსების, პიროვნული მონაპოვრის კულტურის უპირველესი ნიშანი.

სპორტში განსაკუთრებით წინა პლანზე არის წამოწეული ეს თვისება. მილიონების თვალი უმზერის შეჯიბრებას, აღიქვამს, აფასებს და გაიზიარებს სპორტსმენის გამოკვეთილ ნიშან - თვისებებს, მის მორალურ - ზნეობრივ იერსახეს და თითოეულ ნაბიჯსაც კი.

ამიტომ სპორტსმენს ,,ჩვეულებრივი“ ადამიანისაგან განსხვავებით უფრო მეტი თავშეკავება და თავმდაბლობა მართებს. მისი მოქმედება ხშირად მისაბაძი ხდება ახალგაზრდობისათვის.

თავმდაბლობას აღზრდა სჭირდება, აქაც მწვრთნელ - პედაგოგმა უნდა თქვას თავისი ავტორიტეტული სიტყვა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაყოს თავის მოწაფეები ფავორიტებად და ,,გერებად“.

ახალბედა სპორტსმენს დაუმსახურებელი შექება უთუოდ გაუმრუდებს გზა და ფსიქიკას.

მან იმთავითვე შეიძლება ირწმუნოს თავის განსაკუთრებულობა და ამით ცუდი სამსახური გაუწიოს არა მარტო თავისთავს, არამედ მისი მშობლიური კოლექტივის კეთილ სახელსაც.

ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას მხოლოდ მარცხისა და გაწბილებისაკენ მიჰყავს სპორტსმენი.

თავმდაბლობის უკმარისობა, ეს ავადმყოფობა ახასიათებს ზოგიერთ მოწინავე სპორტსმენს.

ამთავრებენ რა სპორტულ კარიერას, ბოლომდე მიიღებენ თავის წილ პატივისცემას და დაფასებას, მერე კი მუდმივად მოითხოვენ პატივისცემას. ფაქტიურად მათი მოღვაწეობა არაფრით არ ჰგავს წინანდელს. ასეთი ქმედება, კი ზიანს აყენებს საერთო საქმეს.

ალექსანდრე იაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზაღზრდისა და სპორტის მასწავლებელი

გორის უნივერსიტეტის მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
Print