ცხინვალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ის ოჯახთან ერთად
ავტომანქანაში იმყოფებოდა.
სროლისას დაიჭრა 5 წლის ბავშვი.
,,ოსეთის ამბების'' ცნობით, ეჭვმიტანილი მილიციას ჩაბარდა.
ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დანაშაული პირად
ანგარიშსწორებას უკავშირდება.
შემთხვევა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე მოხდა. ,,ოსეთის ამბებმა''
სათვალთვალო კამერის კადრებიც გამოაქვეყნა.