გორში სადგურის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 17 საათზე მოხდა.
მოკლულია ერთი ახალგაზრდა, დაჭრილია - ერთი.
შს სამხარეო პოლიციის უფროსის, ვალერიან თელიას განცხადებით,
ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ბენზინგასამართ
სადგურთან, ასევე ამავე დასახლებაში მდებარე პროფილაქტიკაში.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა 18 ტყვია და მასრა იპოვეს.