რიკოთის უღელტეხილზე სოფელ ვეტყვიჭალასთან მიწის მასა ჩამოიშალა
სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი),
რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა
საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ეს მოხდა კონკრეტულად საერთაშორისო
მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ
მონაკვეთზე
,,ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო
მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მოცემულ
ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა
შეუფერხებლად ხორციელდება'' - აღნიშნულია საგზაო დეპარტამენტის მიერ
გავრცელებული განცხადებაში.