ახალგორის რაიონში 1998 წელს დაბადებული, სოფელ არმაზის მკვიდრი ალან
ჩერტკოევი გაუჩინარდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
"ალან ავთანდილის ძე ჩერტკოევი 13 მარტს სახლიდან გავიდა და არ
დაბრუნებულა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სამძებრო-ოპერატიული
ღონისძიებები გაუჩინარებულის ადგილმდებარეობის დასადგენად" —
აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რაიმე ინფორმაციის არსებობის
შემთხვევაში შეატყობინონ შესაბამის უწყებებს.
ფოტოზე: ალან
ჩერტკოევი (გენა მამიტოვის ფოტო)