აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთოაშორისო დღეს გორში რამდენიმე
კომპანია გაერთიანდა და ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება გორის ცენტრალურ პარკში 2 აპრილს მოეწყო. მონაწილეებს
დასკვნის სახით სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
აქციაში მონაწილეობდნენ:
საზოგადოება "ბილიკის" ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი,
ნეიროგანვითარების ცენტრი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი "სოფია
მკურნალი", მედიქალ ცენტრი, ბავშვთა განვითარების ცენტრი "IQ" და
ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,დისნეი''.