დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქცია
გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა ჭაბურღილის გაკეთებას აპროტესტებს. მათი
თქმით, დაუშვებელია იმ ადგილზე ჭაბურღილის მოწყობა, რადგან ეს სოფლის
წყლების დაშრობას გამოიწვევს.
ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.მოსახლეობა აცხადებს, რომ ასევე
დაუშვებელია ჭაბურღილის გაკეთება საბავშვო ბაღის სიახლოვეს.
როგორც qartli.ge-მ გაარკვია, ჭაბუღილი კეთდება სოფელ ახალსოფლისთვის,
რომელიც ზეღდულეთის თემში შედის. საკუთრივ ზეღდულეთში სასმელი წყლის
პროექტი 2019 წელს განხორციელდა.
რაც შეეხება ახალსოფლის სისტემას, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია
,,გაზტექმშენი''. ის სამუშაოებს 890 000 ლარის ფარგლებში
შეასრულებს.
პროექტის მიხედვით, ჭაბურღილი კეთდება ადმინისტრაციული შენობის
გვერდით. სიღრმე 120 მ-ის იქნება.