საფეხბურთო კლუბი "გორი" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის
მესამე ლიგაში იასპარეზებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. კლუბი გასულ
სეზონზეც მესამე ლიგის ჩემპიონატისათვის იბრძოდა.
პირველი მატში 5 აპრილს, 16 საათზე "ქართლის" სტადიონზე გაიმართება
ლანჩხუთის ,,გურიასთან''
,,ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო
და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა, გაიმართა ამხანაგური მატჩებიც.''-
აღნიშნულია მერიის განცხადებაში.