ცხინვალსა და ახალგორში ყირიმული ფიჭვის 5 000 ძირი ნერგი დაირგვება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალსა და ახალგორში 5 000
ძირი ყირიმული ფიჭვის ნერგები დაირგვება.
მედიის ცნობით, ნერგები დახმარების სახით, რუსეთიდან, კერძოდ როსტოვის
ოლქიდან მიიღეს.
„იმ ნერგების უმეტესობა, რომლებიც ადრე დავრგეთ, კარგად დაფესვიანდა“,
- დასძინა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა.
ყირიმის ფიჭვი არის მარადმწვანე ხე, მიუეკუთვნება ფიჭვისებრთა ოჯახს.
სიმაღლე 20-30 მ, ზოგჯერ 45 მ-მდე. ყირიმული ფიჭვის სამშობლოა ყირიმის
მთებია. ცოცხლობს 500-600 წელი.