ცხინვალში ქუჩაში შშმ პირს სოსლან ვალიევს სასიკვდილო ჭრილობა
მიაყენეს.
იგი ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა.
სოციალურ ქსელში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ადგილობრივი
მცხოვრებლები დროულ გამოძიებას ითხოვენ.
სოსლან ვალიევს ცხინვალელები მეტსახელად ,,ცუგრის'' ეძახდნენ. მას
ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გამოძიება
პირადად დაავალა დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს.
დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილია 35 წლის, 1989
წელს დაბადებული მამაკაცი და იძებნება.