გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დღეს უფასო სამედიცინო
გამოკვლევები ჩაატარეს.
,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის" ექიმებმა სოფლის
მცხოვრებლებს, 100-ზე მეტ მეტ მოქალაქეს დახმარება გაუწიეს.
გასინჯვის შემდეგ, მათ პირველადი დახმარების მედიკამენტები
გადასცეს.
გორის მერის წარმომადგენლის, დავით ადუაშვილის ცნობით, კლინიკიდან
იმყოფებოდა თითქმის ყველა პროფილის ექიმი: კარდიოლოგი, ნევროლოგი,
პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ინფექციონისტი,
ანგიოლოგი.
სოფლის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელ აქციის ორგანიზებაში
დიდი წვლილი მიუძღვის მაკა სოლოღაშვილს და ირაკლი მირუაშვილს.