ცხინვალში 19-წლის სტუდენტის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 42 და 47
წლის ასაკის მამაკაცები.
19 წლის ვიაჩესლავ თიგიევი ახალგორიდან იყო და ცხინვალის
უნივერსიტეტში სწავლობდა. ცხედარი ქალაქ ცხინვალში, ერთ-ერთ
საცხოვრებელ სახლში ხელ-ფეხშეკრული ნახეს და ძალადობის კვალი
აღენიშნებოდა.
სტუდენტი 3 დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ ეკონტაქტებოდა.