გორის მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე,
წვიმიანი დღეების რაოდენობამ უკვე 25-ს მიაღწია.
ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც
მოგვაწოდეს.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე ნალექიანი აპრილის თვეა, თუმცა
ვარაუდობენ, რომ დღეების რაოდენობის მიხედვით, მაისის დღეებიც
აპრილისას გაუტოლდება.
წვიმიანი დღეების რაოდენობა მოიცავს 8 მარტიდან 11 მაისის
ჩათვლით.