დღეს საღამოს დაახლოებით 19:50 სთ-ზე ქარელისა და გორის სოფლები
დაისეტყვა.
განსაკუთრებით დაზარალდნენ ქვემო ხვედურეთის, სკრის, გორიჯვრის,
ასევე, ნიქოზის მხარეს მდებარე სოფლები.
მოსახლეობა იტყობინება, რომ სეტყვა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა.
ძლიერი სეტყვა იყო ქალაქ გორშიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, წვიმა და ჭექა-ქუხილი 6-7
ივნისსაცაა ნავარაუდები.