ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ავარია მოხდა
დაიღუპა 31 წლის ელეონორა კოკოევა, რომელიც სააგენტო ,,რესის"
ჟურნალისტი იყო.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა
ცხინვალი-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მე-3 კილომეტრზე
მოხდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად ВАЗ 2114 მარკის ავტომანქანის 41 წლის
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.