ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის
შეზღუდვა გამოიწვია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევა საერთაშორისო
მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე
მოხდა.
,,ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები , რათა
უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა."- აღნიშნულია
განცხადებაში.